—

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირი და აშშ იყვნენ სამაგალითო პარტნიორები - ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, მაგრამ ვუსმენთ, ვსწავლობთ და ვვითარდებით

20
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირი და აშშ იყვნენ სამაგალითო პარტნიორები - ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, მაგრამ ვუსმენთ, ვსწავლობთ და ვვითარდებით
მოსასმენად დააჭირეთ

„ხაზგასასმელია გადამწყვეტი როლი, რომელსაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები ასრულებენ საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა…

„ხაზგასასმელია გადამწყვეტი როლი, რომელსაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები ასრულებენ საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იყვნენ სამაგალითო პარტნიორები საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკის და დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საერთაშორისო ფორმატში მხოლოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უზრუნველყო მუშაობა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საოკუპაციო ძალების პროვოკაციების აღკვეთას 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ. ევროკავშირი და შეერთებული შტატები იყვნენ სამაგალითო პარტნიორები ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, მაგრამ ვუსმენთ, ვსწავლობთ და ვვითარდებით, თან ვცდილობთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მეტ ინტეგრაციას. როგორც ჩემი გამოსვლის დასაწყისში ვთქვი: მოდით, აქ ყველამ დავდოთ პირობა, რომ ჩვენს რეგიონს შესაძლებლობების ოაზისად ვაქცევთ და არ დავტოვებთ კონფლიქტების რეგიონად. ყველას დიდ მადლობას გიხდით საქართველოში ჩამოსვლისთვის. გმადლობთ, მსოფლიოს დახმარებისთვის, რათა ის დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას. გმადლობთ, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების განვითარებისათვის. ყველას გულწრფელად გისურვებთ წარმატებულ კონფერენციას, რათა უფრო მეტი თანამშრომლობა აკავშირებდეს ჩვენს ერებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →