—

ხატია დეკანოიძე - შარლ მიშელი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დიდ შეშფოთებას გამოხატავს, ისევე როგორც ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით

20
ხატია დეკანოიძე - შარლ მიშელი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დიდ შეშფოთებას გამოხატავს, ისევე როგორც ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით
მოსასმენად დააჭირეთ

შეხვედრაზე შევეხეთ იმას, რომ ხელისუფლებამ არ აიღო ვალდებულება და არც პასუხისმგებლობა, დაეცვა ადამიანები 5 ივლისს. ამასთან დაკავშირებით ის დიდ შეშფოთებას გამოხატავს, ისევე როგორც ევროკავშირის დროშის დაწვასთან…

შეხვედრაზე შევეხეთ იმას, რომ ხელისუფლებამ არ აიღო ვალდებულება და არც პასუხისმგებლობა, დაეცვა ადამიანები 5 ივლისს. ამასთან დაკავშირებით ის დიდ შეშფოთებას გამოხატავს, ისევე როგორც ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიშელის გზავნილები იყო მნიშვნელოვანი და მის საჯარო განცხადებაში სეროზული გზავნილები გაკეთდება.

„კარგი და პოზიტიური შეხვედრა იყო. ჩვენ პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. ასევე, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი ყველა მნიშვნელოვანი ნიშნული საქართველოში არსებულ მძიმე მოცემულობასთან. მთელი ოპოზიციის ერთობლივი გზავნილი იყო 5 ივლისის მოვლენები, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოში, მათ შორის ჩვენ ვუთხრით, რომ ეს არ ეხება კონკრეტულ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ კრიზისს, ეს არის საქართველოს გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებული ასპექტები.

ჩვენ შევეხეთ ჟურნალისტების მძიმე მდგომარეობას, „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებას. შევეხეთ იმას, რომ ხელისუფლებამ არ აიღო ვალდებულება და არც პასუხისმგებლობა, რომ დაეცვა ადამიანები 5 ივლისს და ამასთან დაკავშირებით ის დიდ შეშფოთებას გამოხატავს და ასევე ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით.

ჩემი გზავნილი მისადმი იყო ის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ დასრულებულა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი უფრო გაღრმავდა.

მისი გზავნილები იყო მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მის საჯარო განცხადებაში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით სერიოზული გზავნილები გაკეთდება“ , - განაცხადა დეკანოიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →