—

ხატია დეკანოიძე - გვინდოდა პოლიტიკური პროტესტი, ჟურნალისტების ხმა ვყოფილიყავით, რათა დაენახათ, რომ ღარიბაშვილი არის მოძალადე

34
ხატია დეკანოიძე - გვინდოდა პოლიტიკური პროტესტი, ჟურნალისტების ხმა ვყოფილიყავით, რათა დაენახათ, რომ ღარიბაშვილი არის მოძალადე
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ გვინდოდა პოლიტიკური პროტესტი, ჟურნალისტების ხმა ვყოფილიყავით, რათა დაენახათ, რომ მოძალადეა ღარიბაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მისვლის შემდეგ…

ჩვენ გვინდოდა პოლიტიკური პროტესტი, ჟურნალისტების ხმა ვყოფილიყავით, რათა დაენახათ, რომ მოძალადეა ღარიბაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მისვლის შემდეგ ხმაურისა და დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრს მოუწევს ყურება იმ ადამიანისთვის, ვისი სიცოცხლის უფლებაც არ დაიცვეს. დეკანოიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პროტესტი ვერ აიტანეს, რის გამოც სხდომათა დარბაზიდან გამოაძევეს.

„გომელაურს იცავს კობახიძის დაცვა. ჩვენ გვინდოდა პოლიტიკური პროტესტი, ჟურნალისტების ხმა ვყოფილიყავით, რათა დაენახათ, რომ მოძალადეა ღარიბაშვილი. ეს იყო პოლიტიკური პროტესტი ჩემი და ჩემი მეგობრების. მაცვია ლექსოს მაისური, მინისტრს მოუწევს ყურება იმ ადამიანისთვის, ვისი სიცოცხლის უფლებაც არ დაიცვეს, რადგან ძალაუფლება შეინარჩუნონ. სიმართლე გითხრათ, არავითარი კითხვა ახლა, ამ წუთას გომელაურთან არ მაქვს. ახლოს მივედი მასთან, თუმცა დაცვა იდგა, მთელი უმრავლესობა დაუდგა გარშემო და ვკითხე, რატომ არის მორგოშია გარეთ, რატომ არის მახარაძე ქუჩაში და მიპასუხა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ახლა აპირებს, თქვას, რომ გამოძიება მიმდინარეობს. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს კითხვები გომელაურთან, მას ჩემი სათქმელი უკვე ვუთხარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვერ აიტანეს პოლიტიკური პროტესტი და გამოგვაძევეს. როდესაც შს მინისტრს იცავს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ნიშანდობლივი, რაც ხდება დღეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →