—

ეკატერინე დგებუაძე - USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მოვიცავთ საქართველოში ყველა საჯარო სკოლას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე არსებულს

20
ეკატერინე დგებუაძე - USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მოვიცავთ საქართველოში ყველა საჯარო სკოლას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე არსებულს
მოსასმენად დააჭირეთ

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მოვიცავთ საქართველოში არსებულ ყველა საჯარო სკოლას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების…

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მოვიცავთ საქართველოში არსებულ ყველა საჯარო სკოლას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

დგებუაძემ მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა აღიარების რეგიონალური კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაში.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საბაზისო განათლების შესახებ პროექტი აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიქმნა.

„ეს არის საბაზისო განათლების შესახებ პროექტი, რომელსაც ამერიკის მთავრობა აფინანსებს. ეს პროექტი შეიქმნა განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამაში ასახული იყო ყველა ის მიზანი, რომელიც მნიშვნელოვანია განვითარდეს. პროექტის ფარგლებში ჩვენ მოვიცავთ საქართველოში არსებულ ყველა საჯარო სკოლას, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებს. მიზანია არის, რომ სწორედ წიგნიერება, კრიტიკული აზროვნება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. ამ პროცესში ჩართულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათი როლი იზრდება. ვცდილობთ, ახალმა თაობამ შესაბამისი განათლება მიიღოს უნივერსიტეტებში იმ თანამედროვე მეთოდოლოგიის გაძლიერებით, რომელიც არსებობს მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →