—

რომან გოცირიძე - ევროკავშირის მისიების განცხადება ნიშნავს, რომ უნდა გადადგნენ გომელაური და ღარიბაშვილი

54
რომან გოცირიძე - ევროკავშირის მისიების განცხადება ნიშნავს, რომ უნდა გადადგნენ გომელაური და ღარიბაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ უნდა გადადგნენ გომელაური და ღარიბაშვილი. არგადადგომის შემთხვევაში იქნება სერიოზული სანქციები, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ევროკავშირის ქვეყნების მისიების…

ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ უნდა გადადგნენ გომელაური და ღარიბაშვილი. არგადადგომის შემთხვევაში იქნება სერიოზული სანქციები, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების განცხადებას.

„არათუ ევროკავშირის 290 მილიონი ლარი, რომელიც ჩადებულია ამ წლის ბიუჯეტში, არამედ საფრთხე დაემუქრება იმ ოთხ მილიარდსაც, რომელიც ქართველი ხალხისთვის დახმარებაა და არა მოძალადე მთავრობის. საქართველო დარჩება უკიდურესად შელახული რეპუტაციის მქონე ქვეყნად. არც ინვესტიციები შემოვა და არც საერთაშორისო დახმარება იქნება გაწეული. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ხნით გადაიდება ჩვენი ინტეგრაცია ნატო-ში და ევროკავშირში. საქართველოს მეზობელი ქვეყნები აქცევენ ზურგს“, – განაცხადა გოცირიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →