—

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

108
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
მოსასმენად დააჭირეთ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ რაფიკ ორუჯოვმა თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა .

InterPress.ge ორუჯოვის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

,,პატივცემულო თანამემამულენო, ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ა/წ 14 ივლისს მე, საკუთარი ნებით, დავტოვე პარტია "ქართული ოცნების" რიგები, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და საკრებულოს წევრობა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ პარტიის ბოლოდროინდელი პოლიტიკა არ ემთხვევა ჩემს პოლიტიკურ პოზიციას.
7 წლის განმავლობაში გულწრფელად ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას და ხალხს. მადლიერი ვარ ჩვენი ქვეყნის ყველა იმ მოქალაქის, ვინც აქამდე მხარს მიჭერდა და მენდობოდა. იმედი მაქვს, რომ გავამართლე თქვენი ნდობა.
წარმატებებს ვუსურვებ იმ კოლექტივს, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი.
მე ყოველთვის ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას ჩემი ქვეყნისა და ხალხის განვითარებისათვის."

უცნობია , რა გეგმები აქვს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ,უკვე ყოფილ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, რაფიკ ორუჯოვს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →