—

"ივანიშვილს ვხვდები იმავე სასტუმროში" - სააკაშვილი

37
"ივანიშვილს ვხვდები იმავე სასტუმროში" - სააკაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, გახარიასთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

"წინა ჩამოსვლაზე ხო გახარია დავიბარე და ახლა, პირდაპირ ივანიშვილს ვხვდები იმავე სასტუმროში, სადაც გახარიას ვეჭუკჭუკე, ამიტომ აუცილებლად გამოაგზავნეთ "იმედის" და "რუსთავი 2-ის" კამერები", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2-ის" ცნობით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის, შეერთებულ შტატებში, კონსპირაციული შეხვედრა შედგა.

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →