—

ქვემო ქართლის რეგიონში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს

22
ქვემო ქართლის რეგიონში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს
მოსასმენად დააჭირეთ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი…

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდარღვევის ფაქტებიდან ოთხი ხე-ტყის უკანონო ტრანპორტირების ფაქტია, 1 - ხე-ტყის უკანონო მოპოვების, 3 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების.

წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, ასევე მარნეულის მიმდებარედ და რუსთავი-თბილისის გზატკეცილზე, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარებზე, მოქალაქეებს განთავსებული ჰქონდათ, წიფლის, რცხილისა და წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეებისგან დამზადებული, ჯამში 13 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანი.

წალკის, ბორჯომისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეებისგან მიღებული ჯამში 6,3 კუბური მეტრი საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 1 ფაქტი გამოვლენილია ქალაქ წალკის მიმდებარედ, წიწვოვანი ტყის ფონდში. მოქალაქემ, უკანონოდ მოჭრა 1 ძირი ფიჭვის სახეობის ხე-მცენარე.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რვავე სამართალდამრღვევის მიმართ, ადამინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →