—

ირაკლი კობახიძე - „სირცხვილია“ არის რადიკალური ანტიქრისტიანული, ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან ფინანსდება

18
ირაკლი კობახიძე - „სირცხვილია“ არის რადიკალური ანტიქრისტიანული, ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან ფინანსდება
მოსასმენად დააჭირეთ

„სირცხვილია“ არის რადიკალური ანტიქრისტიანული, ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან ფინანსდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ეთერში განაცხადა.

„სირცხვილია“ არის რადიკალური ანტიქრისტიანული, ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან ფინანსდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ეთერში განაცხადა.

„პრაიდის“ მთავარი ორგანიზატორი იყო „სირცხვილია“. გიგა მაქარაშვილი იყო წარმოჩენილი პერსონალურად როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ „სირცხვილია“ არის „ნაცმოძრაობის“ კონკრეტული ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზაცია. ეს არის რადიკალური ანტიქრისტიანული, ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც რა თქმა უნდა ფინანსდება სააკაშვილის მხრიდან. ამასთან დაკავშირებით ყველას აქვს ინფორმაცია. პარალელურად, საინტერესოა, რომ ამ ორგანიზაციას აქვს თავისი კვალი რუსეთთან. გახსოვთ, გიგა მაქარაშვილი იყო მინდია გულუას, რუსული ხაზის ერთ-ერთი წარმომადგენლის პრეს სპიკერი თავის დროზე და ეს შლეიფი მას დღემდე მოჰყვება. ეს ძალიან საინტერესო „დამთხვევაა“ – სააკაშვილი, რუსეთი და „სირცხვილია“ საქართველოში. ეს არის ძალიან მარტივი ნიშნები იმისა, რომ ყველაფერი იმართება ერთი და იგივე რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაეკლესიო პოლიტიკური დაჯგუფების მხრიდან, რომლის სათავეში არის ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →