—

გიორგი გახარია - ქვეყანას ახალი გზა, ახალი პერსპექტივა სჭირდება

46
გიორგი გახარია - ქვეყანას ახალი გზა, ახალი პერსპექტივა სჭირდება
მოსასმენად დააჭირეთ

„ქვეყანას ახალი გზა, ახალი პერსპექტივა სჭირდება. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან, რომელზეც, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში დავრბივართ და რომელმაც მიგვიყვანა სიძულვილამდე, რადიკალიზაციამდე, ერთმანეთის…

„ქვეყანას ახალი გზა, ახალი პერსპექტივა სჭირდება. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან, რომელზეც, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში დავრბივართ და რომელმაც მიგვიყვანა სიძულვილამდე, რადიკალიზაციამდე, ერთმანეთის ცემა-ტყეპამდე, ჭორაობამდე, გინებამდე და საბოლოოდ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ“, - აცხადებს პარტია ,,საქართველოსთვის“ თავჯდომარე გიორგი გახარია. მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი ცალკე აღებული ჩვენი მოქალაქეების ტრაგედიებში გადაიზრდება, ასე ხდება, როცა სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

გახარიამ დღეს პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისი მცხეთაში გახსნა და მედიის შეკითხვებსაც იქ უპასუხა.

„იმ ქაოსის მიუხედავად, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და იმ ცირკის მიუხედავად, რაც პარლამენტში ხდებოდა, ჩვენ, ჩვენს გეგმას მივუყვებით. ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ, რადგან ვთვლით, რომ ქვეყნის მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს არის ძირითადი წინაპირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს - პარტიული ოფისების გახსნა, არჩევნებში მონაწილეობა, ახალი თაობის ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებმაც ამ ქვეყნის მომავალი უნდა ჩაიბარონ“, - აცხადებს გიორგი გახარია.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →