—

ოპოზიციამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა დატოვა

27
ოპოზიციამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა დატოვა
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიციამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა დატოვა. როგორც დარბაზის დატოვების შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ოპოზიციურ პარტიებთან…

ოპოზიციამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა დატოვა. როგორც დარბაზის დატოვების შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ოპოზიციურ პარტიებთან იმსჯელებენ, როგორ გააგრძელებენ ხელისუფლების სახლში გაშვების პროცესს.

მისი თქმით, ისინი ოპოზიციურ ფრაქციებთან გამართავენ კონსულტაციას, თუ როგორ დაიწყონ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა.

"ჩვენ გავმართავთ თათბირს სხვა ოპოზიციურ ფრსქციებთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რანაირად უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო პროცედურა იმისთვის, რომ დავაინიციროთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა შესაძლებლობა პარლამენტში, რაც შეეხება მთავრობის სახლში გასტუმრებას, უნდა გამოვიყენოთ. ხელისუფლებამ არ ისურვა დღეს, რომ ჩვენ დაგვეწყო დებატები ამ საკითხზე, ამიტომ ახლა ოპოზიცია იმსჯელებს შესაბამის პროცედურაზე და ჩვენ ჩამოვყალიბდებით, როგორ გავაგრძელოთ ხელიაუფლების სახლში გაშვების პროცესი საპარლამენტო პროცედურების გამოყენებით, მათ შორის,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →