—

კელი დეგნანი - მნიშვნელობა არ აქვს, უმცირესობაა თუ უმრავლესობა, არსებობს ყველას უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა

33
კელი დეგნანი - მნიშვნელობა არ აქვს, უმცირესობაა თუ უმრავლესობა, არსებობს ყველას უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა
მოსასმენად დააჭირეთ

მნიშვნელოვანია, რომ მოვლენები განვითარდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის (სტია) ღონისძიებაზე სტუმრობისას, ღონისძიების დაწყებამდე…

მნიშვნელოვანია, რომ მოვლენები განვითარდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის (სტია) ღონისძიებაზე სტუმრობისას, ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, რათა მათ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ასევე, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება მშვიდობიან გარემოში. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მომავალში იქნება უფრო მეტი დაფასება, თუ რამდენად ღირებულია ეს თავისუფლება და უფლებები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ ეს ქართველი ხალხია გადასაწყვეტია.

„მე მინდა, გამოვხატო უდიდესი მწუხარება ლექსოს ტრაგიკულ გარდაცვალებაზე. ეს მართლაც ძალიან მძიმეა, ლოცვებში ვიხსენიებთ და ვუსამძიმრებთ ყველას. ლექსო ერთ-ერთი იყო, ვისზეც ძალადობა განხორციელდა. რა თქმა უნდა, ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, როდესაც ის მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს ადამიანების მიერ კონსტიტუციური უფლებების, შეკრებისა თუ მედიაუფლებების გამოხატვას. მნიშვნელობა არ აქვს, უმცირესობაა თუ უმრავლესობა, არსებობს ყველას უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურს ქვეყნის ხელმძღვანელად. მნიშვნელოვანია, რომ მოვლენები განვითარდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. რაც შეეხება ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, მე არ მინახავს და კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →