—

კელი დეგნანი - ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო მოქალაქეებისთვის

26
კელი დეგნანი - ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო მოქალაქეებისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეძლონ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი…

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეძლონ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, 5-6 ივლისს საზოგადოებამ ვერ დაინახა, რომ უზრუნველყოფილი იყო კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის, რომ მათ პროფესიული საქმიანობა უსაფრთხო გარემოში განეხორციელებინათ.

„უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის, რომ თავისი პროფესიული საქმიანობა უსაფრთხო გარემოში განახორციელონ. ვფიქრობ, სამწუხაროა, რომ ეს 5-6 ივლისს ვერ დავინახეთ და ახლა იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად დაფასდება თუ რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია ეს თავისუფლებები და იმედი მაქვს, უფრო მეტი ძალისხმევის გამოყენება მოხდება, რათა უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლებების გამოყენება და უსაფრთხო გარემო,“ - განაცხადა დეგნანმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →