—

ზაალ უდუმაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა ხელისუფლების არაადეკვატურობის პიკია

21
ზაალ უდუმაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა ხელისუფლების არაადეკვატურობის პიკია
მოსასმენად დააჭირეთ

პირადად მე, არანაირი კითხვა არ მაქვს არც ირაკლი ღარიბაშვილთან და არც ვახტანგ გომელაურთან. რა კითხვა უნდა დავუსვა ერთს ან მეორეს, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, 5 ივლისს ყველა კითხვას პასუხი გაეცა და ყველამ კარგად…

პირადად მე, არანაირი კითხვა არ მაქვს არც ირაკლი ღარიბაშვილთან და არც ვახტანგ გომელაურთან. რა კითხვა უნდა დავუსვა ერთს ან მეორეს, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, 5 ივლისს ყველა კითხვას პასუხი გაეცა და ყველამ კარგად დაინახა, საით მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობამ 5-6 ივლისის მოვლენები კარგად უნდა გააცნობიეროს.

„რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას, ეს არის არაადეკვატურობის პიკი საქართველოს ხელისუფლების. კარგად გააცნობიერონ, რა ხდება თბილისში, ზოგადად ქვეყანაში და რას მოჰყვა ეს ყველაფერი. როდის გინახავთ მედია ქუჩაში დამდგარიყოს და აქციები გაემართოს? სადამდე მიიყვანეს ქვეყანა, რომ ჟურნალისტები და ოპერატორები კამერებს ალაგებენ, აქციებს მართავენ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, მეტი გამოსავალი აღარ დარჩა ამ ქვეყანაში. აქამდე მიიყვანა ივანიშვილმა საქართველო“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →