—

იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება - ღარიბაშვილი

20
იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება - ღარიბაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება. მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს უნდა გამოეყენებინა ძალა, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ეს არ დავუშვით - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება. მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს უნდა გამოეყენებინა ძალა, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ეს არ დავუშვით - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ მოვედით აქამდე. მე, 5 ივლისს, მთავრობის სხდომაზე წინასწარ განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი, მასშტაბური პროვოკაცია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ.

მე კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რადიკალური შეთქმულების უკან დგას. ეს არის სააკაშვილი და მისი რაიკალური ჯგუფი.

კითხვა დაისვა, თუ რა კავშირი ჰქონდა ლგბტ თემის ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან.

მაშინ მე განვმარტე, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო მოძრაობა "სირცხვილია", რომელიც მთლიანად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი, მეგობრებო.

ასევე მინდა გითხრათ, რომ იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება. მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს უნდა გამოეყენებინა ძალა, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და ეს ჩვენ არ დავუშვით" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →