—

ევროპარლამენტარები - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული

18
ევროპარლამენტარები - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული
მოსასმენად დააჭირეთ

ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე, სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული , – ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსის და რასა…

ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე, სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული , – ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩენეს ერთობლივ განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ქართული საზოგადოების ყველა წევრს სიმშვიდის, თავშეკავებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ პროვოკაციები არ უნდა მოხდეს.

„საქართველო ძალიან სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რაც განსაზღვრავს მის განვითარებას, წარმატებას ან წარუმატებლობას უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ქართველთა უმეტესობამ უკვე მტკიცედ და დიდი ხნის წინ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები. ამასთან, მოქმედებს ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე და შეცვალონ იგი. საქართველოში ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენები, როდესაც 53 ჟურნალისტი სამიზნე გახდა და სცემეს მიტინგზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თბილისის ღირსების მარშს, ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა. ჩვენ დაგვამწუხრა ერთ-ერთი დაშავებული მედიის მუშაკის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ. ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე, სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება, რომ არ მოხდეს პროვოკაციები. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, უნდა იმუშაოს ევროპული ღირებულებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ღირებულებები ევროპული ფასეულობებია და უნდა იყოს დაცული“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →