—

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

77
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან წითელი საღებავით წარწერების გაკეთება და ოფისში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ დაპირისპირებისას რამდენიმე პირი ადგილიდან გაიყვანა.

„სალაპარაკო ნაკლებია, მოვედით მე და ელენე ხოშტარია, ვაპირებთ შესვლას. ეს არ არის ხელისუფლება, მოძალადეობრივმა ჯგუფმა სახელად დაირქვა არა პირდაპირ მოძალადე, არამედ „ქართული ოცნება“. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, მთლიანად მთავრობა გადადგეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ზაალ უდუმაშვილი, ასევე ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და სხვა პოლიტიკოსები, აგრეთვე ორგანიზაცია „დროას“ წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →