—

"თავისუფალი დემოკრატები" პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს

20
"თავისუფალი დემოკრატები" პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე “ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ხელახანი…

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე “ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ხელახანი არჩევნების დანიშნვას მოითხოვს.

“პირველ რიგში ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, კოლეგებს და მთელ საზოგადოებას. ლექსოს გარდაცვალება არ არის მარტო ერთი ოჯახის ტრაგედია, სამწუხაროდ ის გახდა დაუსჯელი, გაუგონარი და ღიად წახალისებული ძალადობის მსხვერპლი. მხოლოდ კონკრეტული შემსრულებლების დასჯა არ არის საკმარისი. საქართველოს ხელისუფლებას არათუ არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეების დაცვა, არამედ თვითონ არის ძალადობრივი ქმედებების წამახალისებელი, შესაბამისად "თავისუფალი დემოკრატები" მოვითხოვთ გადადგეს მთავრობა პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით, დაინიშნოს ახალი არჩევნები.

ამავდროულად, დადგეს ყველა იმ სასულიერო თუ საერო პირის პასუხისმგებლობის საკითხი ვინც ღიად და საჯაროდ მოუწოდებდა მოქალაქეებს ძალადობისკენ”, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →