—

ვახტანგ გომელაური გადადგომაზე - ამაზე ძალიან ბევრი ოცნებობს

21
ვახტანგ გომელაური გადადგომაზე - ამაზე ძალიან ბევრი ოცნებობს
მოსასმენად დააჭირეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისი მხრიდან პოსტის დატოვებაზე „ოცნებობენ“. ამის შესახებ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა…

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისი მხრიდან პოსტის დატოვებაზე „ოცნებობენ“. ამის შესახებ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო.

„რა თქმა უნდაა, ამაზე ოცნებობს, ძალიან ბევრი“, - აცხადებს გომელაური.

გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა დაიბარეს.

„ამას თავის პროცედურები აქვს. იქ არის თავისი პროცედურები, კანონი, წესი და როცა საჭირო იქნება, მივალ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილთან იმყოფებოდნენ პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →