—

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების დაჯილდოება

38
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების  დაჯილდოება
მოსასმენად დააჭირეთ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების დაჯილდოება, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 3 მაისს დაიწყო. პირველ (შიდასასკოლო) ტურში ჩაბმული 492 მოსწავლიდან მეორე ტურში 171 მონაწილე გადავიდა. კონკურსის მეორე ტური 9 ივნისს ერთდროულად გაიმართა გარდაბნის N1 და მარტყოფის N2 საჯარო სკოლებში. ჟიურიმ 11 ივნისს წინასწარ გათვალისწინებული რაოდენობის - 10 კონკურსანტის ნაცვლად, 26 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოავლინა, რომლებსაც კონკურსისთვის წასაკითხად კვლავ გადაეცათ მოთხრობები. 30 ივნისს გაიმართა ფინალი. საგანმანათლებლო კონკურსის ფინალისტები გახდნენ: I ადგილი, სოფელი თელეთი ქეთი კიკოლაშვილი, II ადგილი, სოფელი თელეთი ნოდარ იაშვილი, III ადგილი, სოფელი თელეთი გიორგი მამულაშვილი, IV ადგილი სოფელი კრწანისი ლიზი გაბაიძე, V ადგილი, სოფელი ახალი სამგორი ანი ბუთურიშვილი.

დაჯილდოების ცერემონიალზე კონკურსის მონაწილეებს, მათ პედაგოგეგბსა და საჯარო სკოლის დირექტორებს პროექტ „დიდგორელის“ სპონსორებისგან სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიალს, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ გავაშელიშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონკურსში გამარჯვებულ ხუთ მონაწილეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, სპეციალური საჩუქრები გადასცა, ხოლო წარმატებულ მონაწილეებს გარდაბნის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისგან ისტორიულ-, შემეცნებითი ხასიათის წიგნები გადაეცათ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →