—

კახა კალაძე - ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

35
კახა კალაძე - ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება
მოსასმენად დააჭირეთ

ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს მოძალადეთა იდენტიფიცირება.

„ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და დარწუნებული ვარ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, წინააღმდეგი იქნება როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე ფსიქოლოგიური.

როდესაც ძალადობა მიმდინარეობდა ჟურნალისტებზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა დაგმო ეს ქმედებები. სამწუხაროდ, მთელი ქალაქის მაშტაბით ხდებოდა ეს ყველაფერი. შეუძლებელია, როგორ უნდა გამოიყვანო სპეცდანიშნულების რაზმი, მთელი ქალაქის მასშტაბით არბენინო ამ ხალხს? ყველნაირად მიუღებელია, ყველა იდენტიფიცირებულია და ყველას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

პოლიცია მუშაობს, ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ მოხდეს ამ ადამიანების იდენტიფიცირება. დღეის მდგომარეობით, როგორც ვიცი, 100-ზე მეტი ადამიანი არის დაკავებული და ეს გაგრძელდება. ყველა მოძალადე არის დაფიქსირებული და ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ეფექტური. სამინისტროს თითოეული პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას, თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასადაც და მინდა პოლიციელებს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კალაძემ.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →