—

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმა წარადგინა

28
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმა წარადგინა
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამინისტროს 10- წლიანი გეგმა წარადგინა.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„ჯანდაცვის კომპონენტში ჩვენი მიზანია, რომ დავადგინოთ ხარისხის ინდიკატორები და სტანდარტები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაში ძალიან კარგად ცნობილია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევჯერდეთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. ასევე, მნიშვნელოვანი რეფორმაა გასატარებელი სამედიცინო უნივერსიტეტებში.

ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სოციალური კოდექსი. ჩვენი გეგმაა, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში მოხდეს დეტალური ანალიზი იმ ხარვეზების, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გაგვაჩნია. ეტაპობრივად დაიწყება სექტორალური რეფორმები, რომლებიც უკვე კანონით გამყარებულად ჩვენს მოქალაქეებს გარანტიას მისცემს, რომ მათ ჰქონდეთ უსაფრთხო ხელმისაწვდომობა ხარისხიან წამალზე, ასევე უსაფრთხო და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →