—

ირაკლი ღარიბაშვილმა ექიმებს მადლობა გადაუხადა

23
ირაკლი ღარიბაშვილმა ექიმებს მადლობა გადაუხადა
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს მთელი მთავრობის სახელით მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გმირობისთვის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის…

ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს მთელი მთავრობის სახელით მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გმირობისთვის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 10 წლიანი გეგმის „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“ წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კოვიდ პანდემია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის და ამ პროცესში ქართველმა ექიმებმა საოცარი გმირობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარვსდგე. მე მინდა პირველ რიგში გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მთელი მთავრობის სახელით თქვენი გმირობისთვის. რაც თქვენ გააკეთეთ, ეს არის ფასდაუდებელი საქმე ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოგეხსენებათ, რომ კოვიდ პანდემია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამ პროცესში თქვენ საოცარი გმირობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეთ, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

,(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →