—

ეკატერინე ტიკარაძე: ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ

20
ეკატერინე ტიკარაძე: ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის ნებისმიერ აგრესიასა და ძალადობას გმობს.

„მინდა, საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო და ვთქვა, რომ მე ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი, ყველას ერთიანი მიზანი, ევროპული ოჯახის წევრობაა. თითოეული მსგავსი ქმედება კი ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვაშორებს.

მნიშვნელოვანია, მოვნახოთ ის გზები, რითაც მოვახდენთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვისაუბრებთ პრობლემატურ საკითხებზე და აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგად.

ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესია და ძალადობა, არც ქართული ტრადიციაა და ის ვერ იქნება ვერც ევროპული ტრადიცია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

(pia)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →