—

ნინო წილოსანი - მშვიდობიან გარემოში შეკრების უფლება ყველას აქვს, რასაც პატივი უნდა ვცეთ

41
ნინო წილოსანი - მშვიდობიან გარემოში შეკრების უფლება ყველას აქვს, რასაც პატივი უნდა ვცეთ
მოსასმენად დააჭირეთ

მოგვწონს თუ არა ამა თუ იმ ადამიანის ქმედებები, ყველას აქვს მშვიდობიან გარემოში შეკრების უფლება. ამ ყველაფერს აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „თბილისი პრაიდის“…

მოგვწონს თუ არა ამა თუ იმ ადამიანის ქმედებები, ყველას აქვს მშვიდობიან გარემოში შეკრების უფლება. ამ ყველაფერს აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

წილოსანი ყველა მხარეს მოუწოდებს, დაიცვან გამოხატვის თავისუფლება და შეკრების უფლება.

„დაძაბულობის ძალიან მაღალი ხარისხი დილიდან იგრძნობა. ძნელია, გაარჩიო, რა არის ამ დაძაბულობის სასტარტო წერტილი. მინდა, ყველა მხარეს მოვუწოდო, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და შეკრების უფლება მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ამა თუ იმ ადამიანის ქმედებები, ყველას აქვს მშვიდობიან გარემოში შეკრების უფლება. ამ ყველაფერს აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ.

რადიკალიზაციის ეს ხარისხი ნამდვილად არასახელმწიფოებრივია. ჩვენი გამოხატვის ფარგლებში სახელმწიფოს ინტერესებს არ უნდა შევეხოთ. პრემიერ-მინისტრის თუ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის განცხადების მიზანია, არ მოხდეს სერიოზული დაპირისპირება. პრემიერის მოწოდება, რომ აქციის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბონ, სწორედ ამ მოტივით არის განპირობებული. მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის” სახელს არაერთი დესტრუქციული ქმედება უკავშირდება – ამიტომ, ბუნებრივად და ლოგიკურად შეიძლება არსებობდეს მოსაზრებები, რომ მათი განცხადებები და ქმედებები ცეცხლზე ნავთს ასხამს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →