—

მარნეულში 7 თვის ორსულ ქალს თავს მეზობელი დაესხა

175
მარნეულში 7 თვის ორსულ ქალს თავს მეზობელი დაესხა
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულში 7 თვის ორსულ ქალს თავს მეზობელი დაესხა. ამელია ურუმოვა მარნეულში მცხოვრები აქტივისტია, რომელიც "შაბათის ფორმულასთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა.

მარნეულში 7 თვის ორსულ ქალს თავს მეზობელი დაესხა. ამელია ურუმოვა მარნეულში მცხოვრები აქტივისტია, რომელიც "შაბათის ფორმულასთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა.

ურომოვას თქმით, 25 ივნისს მას მეზობელი ხათუნა გელაშვილი გაუსწორდა ფიზიკურად. ქალების დაპირისპირებას ორი პოლიციელი შეესწრო.

"ვიფიქრე რომ ორ პოლიციელთან ერთად დაცული ვიქნებოდი, მაგრამ როგორც კი შევედი და კარი დაიკეტა, ხათუნა გამოიქცა ჩემკენ და ჩემი ცემა დაიწყო. თავში, მხრებსა და მკერდზე მირტყამდა, თუმცა მუცელზე გამიზნულად არ შემხებია", - ამბობს მარნეულში მცხოვრები აქტივისტი.

ორ ქალს შორის დაპირისპირების მიზეზი დაუდგენელია. მეზობლები ურუმოვას ქონებრივ ინტერესებზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ შეუძლოდ მყოფ ქალს ფულს სძალავდა.

თავად ურუმოვა ამბობს, რომ თანამოქალაქეების მხრიდან შევიწროების ფაქტს ხშირად ჰქონია ადგილი. მათი მხრიდან მტრული დამოკიდებულებების მიზეზად კი აქტივიზმსა და მოხალისეობრივ საქმიანობას ასახელებს.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →