—

ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს

27
ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სპეციალისტები პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ.

„დღეს იგეგმებოდა რეგისტრაციის დაწყება, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ვებგვერდზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რამაც პროცესი შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რათა უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო. ვაქცინაციის პროცესის დაწყება კი 5 ივლისს არის დაგეგმილი.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →