—

იქნება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო? - განმარტება

54
იქნება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო? - განმარტება
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა სავალდებულო არ იქნება.

მისი განმარტებით, საზოგადოებამ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა აჩვენოს და იმუნიზაციის პროცესში ჩაერთოს, რადგან აცრის გარეშე კოვიდ პანდემია არ დასრულდება. გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში დასაქმებულთა 61% აცრილია და სასურველია, რომ ეს იყოს მაგალითი სხვებისთვის.

„სავალდებულოება კანონით განმტკიცებული არ იქნება, მაგრამ ამ დროს ტყუილად არ იყო საუბარი სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, რომელიც ხანდახან ქაღალდზე დაწერილ სავალდებულოებაზე მაღალია. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ აცრის გარეშე პანდემიას ვერ დავასრულებთ, ამიტომ ყველამ ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებელობა გამოვიჩინოთ. აცრა იცავს დაავადების განვითარებისგან, დაავადების დამძიმებისგან და რაც მთავარია, ფატალური გამოსავლისგან. მე ტყუილად არ მოგახსენეთ უსაფრთხო სკოლები, რომ მასწავლებლებს მოვუწოდოთ, კი არ დავავალოთ, მოვუწოდოთ, რომ ნებაყოფლობით მიბრძანდნენ და აიცრან, იმიტომ, რომ ისინი კონტაქტირებენ ჩვენს მომავალ თაობებთან. ასევე, სასურველია, რომ გვქონდეს უსაფრთხო უნივერსიტეტები, გვქონდეს უსაფრთხო სხვადასხვა დაწესებულებები. მაგალითად, ჩვენთან დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს აცრილია მომუშავეების 61%. მალე, ალბათ, ერთი თვის შემდეგ გეტყვით, რომ აცრილია 80% და ეს იქნება ყველასთვის მაგალითი, მინდა, რომ ავიდეთ 100%-ზე, რა თქმა უნდა, თუ რამე განსაკუთრებული წინააღმდეგ ჩვენება არ იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →