—

ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდპანდემიასთან ბრძოლის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება

30
ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდპანდემიასთან ბრძოლის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინების მობილიზების პროცესში მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა, რისთვისაც მან ელჩებს და პროცესში მონაწილე ადამიანებს მადლობა…

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინების მობილიზების პროცესში მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა, რისთვისაც მან ელჩებს და პროცესში მონაწილე ადამიანებს მადლობა გადაუხადა.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, კოვიდპანდემიასთან ბრძოლის გზაზე შემდეგი ეტაპი იწყება, რომელიც მასობრივ ვაქცინაციას გულისხმობს. ტიკარაძე ამბობს, რომ ეს პანდემიის დასამარცხებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზაა.

„მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა პროცესში. ელჩების დახმარებით შევძელით მიგვეღწია წარმატებული კონტრაქტისთვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარს, რომლის აქტიური ჩართულობითაც ეს პროცესი წარმატებით განხორციელდა. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ შემდეგი ეტაპი, რომელიც იწყება კოვიდპანდემიასთან ბრძოლის გზაზე, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, რომლითაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, რომ მოვახდინოთ გარდატეხა და მსოფლიოსთან ერთად დავამარცხოთ პანდემიის ვერაგი ზეგავლენა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →