—

ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ შემოსვლის შემდეგ 16 წლის ზემოთ მოსახლეობა აიცრება

33
ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“  შემოსვლის შემდეგ 16 წლის ზემოთ მოსახლეობა აიცრება
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულს…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულს განაპირობებს ის, რომ „ფაიზერით“ უკვე იცრებიან 16 წელს ზემოთ მოქალაქეები.

მისივე განმარტებით, სამიზნეა, რომ ივლისში დღის განმავლობაში თანდათანობით ავიდნენ 20 000-დან 25 000-მდე აცრაზე.

„მოგეხსენებათ, „ფაიზერს“ ინსტრუქციაში აქვს 16 წელს ზემოთ აცრა. დღეს, ყველა სხვა ვაქცინით იცრება 18 წელს ზემოთ მოსახლეობა, „ფაიზერს“ დაშვება აქვს 16 წლიდან. ამიტომ, ჩვენთანაც ცვლილება შევა „ფაიზერის“ შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც უკვე ზოგიერთი ქვეყანა „ფაიზერთან“ მიმართებაში ახორციელებს - მოზარდების აცრას, ამაზე, რა თქმა უნდა, დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.

ხვალიდან ჯავშნები გაიხსნება. დავაკვირდებით, როგორი იქნება აქტიურობა და მერე უკვე მთელი თვის განმავლობაში გაიზრდება ჯავშანი და შეიძლება მთელი ზაფხულის განმავლობაშიც. ვიწყებთ „სინოფარმით“ და ამას შემდგომ დაემატება „სინოვაკი“ და „ფაიზერი“, - აცხადებს გამყრელიძე.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →