—

საქართველოდან 3 მლნ 635 ათასი დოლარის ღირებულების 4 171 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

25
საქართველოდან 3 მლნ 635 ათასი დოლარის ღირებულების 4 171 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
მოსასმენად დააჭირეთ

1-ელი ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 3 მლნ 635 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 4 171 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქართული ატამი და ვაშლატამა ექსპორტზე რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსსა და უკრაინაში გავიდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2020 წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 308 ტონას, ხოლო ღირებულება - 188 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

„მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის, სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

2 ივლისის მდგომარეობით, სამაცივრე მეურნეობებში ატამის ჩაბარების ფასი 1.00 ლარიდან 1.40 ლარამდეა, ხოლო ნექტარინის (ვაშლატამა) - 1.20 ლარიდან 1.80 ლარამდე.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის” პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართულები არიან ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →