—

ლევან დავითაშვილი - ჩვენ ვაორმაგებთ ხორცის წარმოებას და ვზრდით რძის წარმოების მიმართულებასაც

24
ლევან დავითაშვილი - ჩვენ ვაორმაგებთ ხორცის წარმოებას და ვზრდით რძის წარმოების მიმართულებასაც
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ ვაორმაგებთ ხორცის წარმოებას და რა თქმა უნდა, ვზრდით რძის წარმოების მიმართულებასაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება…

ჩვენ ვაორმაგებთ ხორცის წარმოებას და რა თქმა უნდა, ვზრდით რძის წარმოების მიმართულებასაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ წარდგენისას განაცხადა.

როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, საქართველო უფრო მეტ ხორცს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს.

"ჩვენი ძირითადი სასურსათო კატეგორიები ხორცის პროდუქტებში რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. ეს არის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორის და ფრინველის ხორცი. ჩვენ არ ვსაუბრობთ, ცხვრის ხორცზე. ჯამურად, ხორცის წარმოებაში საქართველო უფრო მეტს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს.

საქართველო მნიშვნელოვანი ექსპორტიორია, როგორც ცხვირს ხორცის, ისე ცოცხალი ცხვრის. რამდენადაც საქართველოში ცხვირს ხორცის მოხმარება ნაკლებია, თვითუზრუნველყოფა არ გვაქვს 100%. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ თვითუზრუნველყოფა გავზარდოთ. გვესმის, რომ კონკურენტუნარიანი, თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ვცხოვრობთ.

ჩვენ ვაორმაგებთ წარმოებას ხორცის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ვზრდით წარმოებას რძის მიმართულებით, სადაც უკეთესი ვითრება გვაქვს თვითუზრუნველყოფის მიმართულებით“,- აღნიშნავს დავითაშვილი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →