—

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

39
 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
მოსასმენად დააჭირეთ

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შედგა ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ოპოზიცია და ასევე ყველა დაინტერესებული მხარე, რათა მომხდარიყო ამ კანონპროექტის განვითარება…

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შედგა ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ოპოზიცია და ასევე ყველა დაინტერესებული მხარე, რათა მომხდარიყო ამ კანონპროექტის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებათა პაკეტში ისეთი ელემენტებიც შევიდა, რომლებიც 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში მოლაპარაკებული არ ყოფილა და ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პარტიამ ამ დამატებით ელემენტებს მხარი არ დაუჭირა, „მაგრამ საბოლოოდ პროცესი ისე წარიმართა, როგორც უნდა წარმართულიყო“.

„საარჩევნო კანონმდებლობას დაემატა ზოგიერთი ისეთი ელემენტი, რომელიც არ იყო განხილული 19 აპრილი შეთანხმების ფარგლებში და ზოგიერთი ოპოზიციონერი არ დაეთანხმა ყველა ამ ახალ ელემენტს, რომლის დამატებაც მოხდა. მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში, როგორც უნდა მიმდინარეობდეს კიდეც. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსგავსი დებატები და კონსულტაციები იყოს იმ ადამიანებთან, ვინც ჩართულები არიან, მაგრამ ეს აუცილებლად იმას არ გულისხმობს, რომ ეს უნდა ასახავდეს ყველა ხმას, ყველა პარტიას, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა აირჩიეს გასულ ოქტომბერში,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →