—

თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საქართველომ ვაქცინირებულ ტურისტებს 72 საათში ტესტის გაკეთება მოსთხოვოს

65
თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საქართველომ ვაქცინირებულ ტურისტებს 72 საათში ტესტის გაკეთება მოსთხოვოს
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საქართველომ ვაქცინირებულ ტურისტებს 72 საათში ტესტის გაკეთება მოსთხოვოს.

ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უკვე დაწყებულია.

„აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, შემოწმდეს ტესტირების საშუალებით. 72 საათში ტესტირების მოთხოვნა დღესაც გვაქვს, თუმცა, ვაქცინაციის სტატუსი ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი და არ მივიჩნევთ საჭიროდ, რომ ტესტირება ასეთ ტურისტებს ჩაუტარდეს, დღევანდელი მდგომარეობით. თუმცა, სამომავლოდ ამ რისკების გათვალისწინებით იგეგმება ტესტირების სქემის გააქტიურება შემომავალი ვაქცინირებული ტურისტებისთვის 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმის გამართვა ქვეყანაში“, - განაცხადა გაბუნიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →