—

მიდის თუ არა გამყრელიძე თანამდებობიდან?

53
მიდის თუ არა გამყრელიძე თანამდებობიდან?
მოსასმენად დააჭირეთ

ამირან გამყრელიძე პოსტის დატოვებას გეგმავს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ "მთავარ არხს" უწყებაში კონფიდენციალური წყარო უდასტურებენ. სახელდება თანამდებობიდან წასვლის…

ამირან გამყრელიძე პოსტის დატოვებას გეგმავს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ "მთავარ არხს" უწყებაში კონფიდენციალური წყარო უდასტურებენ. სახელდება თანამდებობიდან წასვლის კონკრეტული მიზეზებიც. გამყრელიძე ფაქტობრივად ჯანდაცვის მინისტრთან დაპირისპირებას ეწირება.

ვაქცინაციის პრობლემები, ბოლო დროის, დაკარგული ვაქცინების სკანდალი და აუდიტის სამსახურის შემოწმება - ეს არის ფორმალური მიზეზები, რომელთა გამოც გამყრელიძე იძულებულია წავიდეს.

თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "მთავარ არხს" მისი გადადგომის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე უთხრა რომ:

"როგორც ხედავთ, ჩვეულებრივ რეჟიმში ვარ. ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ... ვმუშაობ ჩვეულებრივ რეჟიმში".

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →