—

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება დღეს იგეგმება

40
კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება დღეს იგეგმება
მოსასმენად დააჭირეთ

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება დღეს, 28 ივნისს იგეგმება. ინიცირებამდე პარლამენტში პოლიტიკურ სუბიექტების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები კიდევ ერთხელ გაიმართება.

მმართველმა გუნდა ოპოზიციას გააცნეს პროექტი, რომლის მიხედვით, საარჩევნო ბარიერია 2% და დადგენილია მანდატების მაქსიმალურად პროპორციული განაწილების წესი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე პუნქტით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხამდე ჩამოდის. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

"პროექტში სიტყვა-სიტყვით არის გადმოტანილი შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი. მიშელის დოკუმენტი სიტყვა-სიტყვით განსაზღვრავს, თუ რა უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციურ კანონში. პროექტის საერთო თანხმობით ორშაბათს დაინიცირდება“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განამარტებით, ახალი ნორმები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, “რადგან თავისი ბუნებით არის დროებითი“.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →