—

ირაკლი ღარიბაშვილი - ავსტრიის, ლიეტუვას და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის ჩართულობის აუცილებლობის საკითხი განვიხილეთ

51
ირაკლი ღარიბაშვილი - ავსტრიის, ლიეტუვას და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის ჩართულობის აუცილებლობის საკითხი განვიხილეთ
მოსასმენად დააჭირეთ

ავსტრიის, ლიეტუვას და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობის საკითხი, - ამის შესახებ…

ავსტრიის, ლიეტუვას და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, მინისტრებთან ხაზი გაესვა ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტულ პუნქტებს შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას.

"შევხვდი ჯოზეფ ბორელის ეგიდით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით მყოფ ავსტრიის, ლიეტუვას და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. განვიხილეთ ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობის საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ხაზი გავუსვით ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტულ პუნქტებს შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →