—

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო

48
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, რესპუბლიკელი ჯიმ რიშის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის ოთხი რეზოლუცია მიიღო, რომელთაგან ერთი საქართველოს შეეხება.

„რეზოლუცია 176“ საქართველოს ყველა პარტიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ 2021 წლის 19 აპრილის ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით და აქვე სენატის მხრიდან დასტურდება საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობისკენ ქართველების სწრაფვის მხარდაჭერა.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი რეზოლუცია საქართველოს ყველა პარტია მოუწოდებს, ხელი მოაწერონ და შეასრულონ 19 აპრილს დადებული შეთანხმება. აქვე, მე შეშფოთებული ვარ იმ შეტყობინებებით, რომ ზოგიერთი პარტია პატივს არ სცემს შეთანხმებას და არაკეთილსინდისიერად მოქმედებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ არსებული უთანხმოებები უკან უნდა მოიტოვოს და იაროს წინ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერას“, – აცხადებს რიში.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →