—

საქართველოს ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესტუმრნენ

25
საქართველოს ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესტუმრნენ
მოსასმენად დააჭირეთ

ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე თბილისში არიან. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ავრცელებს.

„მოხარული ვარ, მივესალმო ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც თბილისში სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის მანდატით ჩამოვიდნენ“, – წერს კარლ ჰარცელი „ტვიტერში“.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები დილით მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს სოფელს ოძისთან.

ამის შემდეგ, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უმასპინძლებს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში.

მოგვიანებით სამი ქვეყნის პირველი დიპლომატები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან.

თბილისში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბრის თემა რეგიონული უსაფრთხოება და გამოწვევები იქნება.

დღის ბოლოს ევროპელი დიპლომატები ვიზიტს შეაჯამებენ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →