—

ამირან გამყრელიძე - ვგეგმავთ, სამედიცინო საბჭოს წინაშე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციაში ჩავრთოთ 16 წელს ზემოთ მოზარდები

48
ამირან გამყრელიძე - ვგეგმავთ, სამედიცინო საბჭოს წინაშე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციაში ჩავრთოთ 16 წელს ზემოთ მოზარდები
მოსასმენად დააჭირეთ

ვგეგმავთ, სამედიცინო საბჭოს წინაშე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ „ ფაიზერით “ ვაქცინაციაში ჩავრთოთ 16 წელს ზემოთ მოზარდები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ვგეგმავთ, სამედიცინო საბჭოს წინაშე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციაში ჩავრთოთ 16 წელს ზემოთ მოზარდები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა იქნება.

„მოგეხსენებათ, ინსტრუქციითაც შეიძლება, რომ „ფაიზერი“ 16 წლიდან ზემოთ გაკეთდეს. ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ სამედიცინო საბჭოს წინაშე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციაში ჩავრთოთ 16 წელს ზემოთ მოზარდები. 18 წლიდან ისედაც ვცრიდით. უკვე ორი ასაკობრივი ჯგუფი ჩაერთოს „ფაიზერზე“ და ზოგადად, შემოდგომისკენ ველოდებით,

იცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ „ფაიზერით“ აცრები დაიწყო 12-დან 15 წლამდე ბავშვებშიც – შტატებმა, კანადამ, ისრაელმა, ბრიტანეთმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ „ფაიზერის“ საკმაო დოზები გვექნება. შემოდგომაზე უკვე შესაძლებელია ვიფიქროთ ამაზეც, რომ „მიტაგმა“ შეიტანოს ცვლილებები და რა თქმა უნდა, დავეყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →