—

ამირან გამყრელიძე - ზოგადად ქვეყანაში ვაქცინების 3%-იანი დანაკარგი გვაქვს

22
ამირან გამყრელიძე - ზოგადად ქვეყანაში ვაქცინების 3%-იანი დანაკარგი გვაქვს
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზოგადად ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 3%-იანი დანაკარგი აღინიშნება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა მასობრივი…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზოგადად ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 3%-იანი დანაკარგი აღინიშნება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ფიქსირდება სერიოზული დანაკარგი.

„ზოგადად ქვეყანაში ვაქცინების 3%-იანი დანაკარგი გვაქვს, ჩვენი გეგმით ვაქცინების დაკარგვის მაჩვენებელი 10-15%-მდეა დასაშვები, იმიტომ, რომ ყველა მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ფიქსირდება სერიოზული დანაკარგი. ამ ეტაპამდე დაკარგული 3%-დან, ეს მაჩვენებელი ძირითადად „ასტრაზენეკაზე“ მოდის, რადგან ის 10 - დოზიან ფლაკონებშია განთავსებული, როდესაც მას ხსნი და 5-6 ადამიანი მოდის ასაცრელად, გახსნილი ფლაკონის შენახვა კი მხოლოდ 4-5 საათი შეიძლება, დარჩენილი ვაქცინების დაკარგვა ხდება. სულ 95 დოზაა „ფაიზერის“ ვაქცინის დანაკარგი, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ დოზები კი თითქმის არ დაკარგულა, რადგან ისინი ერთ დოზიან შეფუთვებშია.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, აქ 2 %-მდეა ვაქცინის დანაკარგი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →