—

საბაჟო დეპარტამენტმა საქართველოში შემოტანილ პომიდორსა და გაყინულ ხორცში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინა

31
საბაჟო დეპარტამენტმა საქართველოში შემოტანილ პომიდორსა და გაყინულ ხორცში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინა
მოსასმენად დააჭირეთ

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი", თურქეთიდან საქართველოში შემოიტანეს სხვადასხვა სახეობის ხილბოსტნეული. ფიტოსანიტარმა, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმებისას, 1952…

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი", თურქეთიდან საქართველოში შემოიტანეს სხვადასხვა სახეობის ხილბოსტნეული. ფიტოსანიტარმა, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმებისას, 1952 კილოგრამ პომიდორში საკარანტინო მავნე ორგანიზმი აღმოაჩინა. საქართველოს მთავრობის N463-ე დადგენილების თანახმად, საქონელი განადგურდა.

იმპორტის პირობებთან შეუსაბამობის მეორე ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში - „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ გამოვლინდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 82 500 კილოგრამ ქათმის გაყინულ ხორცში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ორგანიზმი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით, პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას შეუჩერდა საქართველოში იმპორტის უფლება ერთი წლის ვადით, ხოლო ტვირთი გადამუშავდება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით.​

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →