—

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, რუსთავს გაცნობითი ვიზიტით ესტუმრა

32
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, რუსთავს გაცნობითი ვიზიტით ესტუმრა
მოსასმენად დააჭირეთ

იაპონიის ელჩი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძეს, ქალაქის მერის პირველ მოადგილე ბესიკ ტოგონიძეს, მერის მოადგილეებს დავით იშხნელსა და კახა გურულს შეხვდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა რუსთავის ახალ შესაძლებლობებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„რუსთავში იაპონიის ელჩს ვუმასპინძლეთ. რუსთავის მუნიციპალიტეტში გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, საუბრის მთავარი თემა იყო დღეს არსებული გამოწვევები. გვქონდა საუბარი ეკოლოგიაზე, ეკოლოგიური მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება, ქალაქში ბიზნესი აქტიურად თუ არ ჩაერთო ამ პროცესში. საქართველოსა და იაპონიას, მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, მე იმედი მაქვს, რომ ეს მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა რუსთავის მერიაში გამართული ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ქალაქის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრა, მანამდე კი ქალაქის ცენტრალური პარკი დაათვალიერა.

როგორც იმამურა აკირამ განაცხადა, გაცნობის მიზნით, ის საქართველოს სხვდასხვა რეგიონში მოგზაურობს, რუსთავში კი ეს მისი პირველი ვიზიტია.

Primetime.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →