—

სალომე ზურაბიშვილი: ორივე ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას

51
სალომე ზურაბიშვილი: ორივე ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას
მოსასმენად დააჭირეთ

ორივე ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ…

ორივე ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი ურთიერთობა ნორმალიზება და დაფუძნებულია ორ მთავარ პრინციპზე, ხალხთა შორის საუკუნოვან მეგობრობაზე, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია საუკუნოვანი მეგობრობის გარდა პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები. „ესაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალი გზა და ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაზრდა. დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი, წუხილი და გამოწვევა. საქართველოს ამოცანაა დეოკუპაცია და ამ კუთხით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება. დებორდერიზაცია, ადამიანების უფლებების დაცვა და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა არის საქართველოს გამარჯვება. ასევე ჩვენი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ურთიერთობის აღდგენა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით დეოკუპაციისკენ მიმავალი გზა არის მშვიდობიანი. „ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავისი განაცხადი და უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →