—

თენგიზ ცერცვაძე - მგონია, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება შემთხვევების მატებას არ გამოიწვევს

70
თენგიზ ცერცვაძე - მგონია, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება შემთხვევების მატებას არ გამოიწვევს
მოსასმენად დააჭირეთ

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შედარებით ნაკლები, გონივრული და ზომიერი იყო შეზღუდვები, ვიდრე სხვაგან, აქ შემსუბუქებაც სხვებზე ადრე დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ…

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შედარებით ნაკლები, გონივრული და ზომიერი იყო შეზღუდვები, ვიდრე სხვაგან, აქ შემსუბუქებაც სხვებზე ადრე დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება რეგულაციებს თუ დაიცავს, კორონავირუსის შემთხვევები არ მოიმატებს.

„საბოლოოდ, დარჩენილი იყო გადაადგილების შეზღუდვა და პირბადის ტარება. საზოგადოება დაიღალა ამითაც. ვინაიდან, საზოგადოების უმეტეს ნაწილს ჰქონდა ეს მოთხოვნა და დინამიკა იყო სტაბილური და მცირედ კლებადი, მესამე ტალღის პიკი გასულია, მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, თუ ჩვენ დავიცავთ დარჩენილ ორ რეგულაციას, ერთი დახურულ სივრცეში კეთილსინდისიერად ვატარებთ პირბადეებს და მეორე თავს შევიკავებთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, მაშინ მე მგონია, რომ ღია სივრცეში ამ ვალდებულების გაუქმება, არ გამოიწვევს შემთხვევების მატებას, ეს ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება გამართლდეს და შეიძლება არა, ამას გვიჩვენებს მომდევნო ორი კვირა. ჩემთვის არავის უკითხავს, მაგრამ მე პირადად ვიყავი მომხრე, რომ ღია სივრცეში პირბადეების ტარება გაუქმებულიყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →