—

ნათია თურნავამ განმარტა, რატომ არ გაუქმდა ღამის კლუბებისთვის შეზღუდვები

49
ნათია თურნავამ განმარტა, რატომ არ გაუქმდა ღამის კლუბებისთვის შეზღუდვები
მოსასმენად დააჭირეთ

პანდემიის პერიოდში ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. შეზღუდვების მინიმალური რაოდენობა რჩება და მათ შორის, სამწუხაროდ, ეს შეზღუდვა ვრცელდება ღამის…

პანდემიის პერიოდში ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. შეზღუდვების მინიმალური რაოდენობა რჩება და მათ შორის, სამწუხაროდ, ეს შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები მიჩნეულია ერთ-ერთ რისკის მატარებელ ჯგუფად, თუმცა უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად დახმარების რა შესაძლებლობები გვაქვს. პანდემიისგან ეს ინდუსტრია დაზარალებულია, როგორც ყველა სხვა, თუმცა ამ სეგმენტისთვის შეზღუდვა დიდხანს გაგრძელდა. ამიტომ სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან ერთად, მზად ვართ, ამ სეგმენტის დახმარების საკითხი განვიხილოთ“, - აღნიშნა თურნავამ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →