—

ამ სექტორში დასაქმებულები პრიორიტეტულად აიცრებიან

58
ამ სექტორში დასაქმებულები პრიორიტეტულად აიცრებიან
მოსასმენად დააჭირეთ

ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია წარმატებულად მიმდინარეობს, ამას დაემატა ავიაციაში დასაქმებულთა აცრებიც, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის…

ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია წარმატებულად მიმდინარეობს, ამას დაემატა ავიაციაში დასაქმებულთა აცრებიც, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბორტგამცილებლები, მფრინავები, დისპეტჩერები და სხვა კატეგორიის თანამშრომლები ვაქცინირებულები იქნებიან პრიორიტეტულად, რაც ზრდის საქართველოს როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის შესაძლებლობებსა და მიმზიდველობას“, - განაცხადა თურნავამ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →