—

თამარ გაბუნია - გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინეთ, რომ ზაფხულია და მოქალაქეებს პირბადის ტარება კიდევ უფრო გაუჭირდებათ

34
თამარ გაბუნია - გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინეთ, რომ ზაფხულია და მოქალაქეებს პირბადის ტარება კიდევ უფრო გაუჭირდებათ
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, რატომ დაუჭირა მხარი უწყებამ ღია სივრცეში პირბადის ტარების შეზღუდვის გაუქმებას.

ჟურნალისტების კითხვაზე, ფორმალური იყო თუ არა ეს შეზღუდვა, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს ასე გამოდიოდა, რადგან ბევრი მოქალაქე პირბადის ტარებას ვერ ახერხებდა. ამასთანავე, მისი თქმით, ახალი გადაწყვეტილების მიღებისას იმის გათვალისწინება მოხდა, რომ ახლა ზაფხულის პერიოდია და მოქალაქეებს პირბადის ტარება კიდევ უფრო გაუჭირდებათ.

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა რჩება უცვლელი და ჩვენი პოზიცია არის ის, რომ, რაც მეტი ადამიანი გამოიყენებს პირბადეს, მით ნაკლები გვექნება ინფექციის გავრცელების რისკები. აქ მეორე მხარეც არის, რამდენად შესაძლებელია პირბადის სავალდებულო გამოყენების მონიტორინგი და სწორედ ამ ნაწილის შემსუბუქებაზე იყო საუბარი, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრიცა და ჯანდაცვის სამინისტროც გააგრძელებს მოწოდებას მოქალაქეებთან მიმართებით იმასთან დაკავშირებით, რომ პირბადე უნდა გამოვიყენოთ და რაც მეტ ადგილზე გამოვიყენებთ, მით მეტად დაცულები ვიქნებით, თუმცა გამომდინარე ზაფხულის ცხელი პერიოდიდან და იქედან, რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის, ხანდაზმულებიც ამას ვერ იცავენ უბრალოდ და არც აღსრულება ხერხდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საბჭოზე, რა თქმა უნდა, ჩვენც მხარი დავუჭირეთ ამ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა გაბუნიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →