—

ნათია თურნავა: ტურისტულ სეზონთან მიმართებით დადებითი მოლოდინი გვაქვს

36
ნათია თურნავა: ტურისტულ სეზონთან მიმართებით დადებითი მოლოდინი გვაქვს
მოსასმენად დააჭირეთ

ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილება მივიღეთ საკოორდინაციო საბჭოზე. ესაა პირველი ივლისიდან ღამის საათების შეზღუდვის მოხსნა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესტორნების მუშაობა ღამის 12 საათამდე იქნება დაშვებული…

ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილება მივიღეთ საკოორდინაციო საბჭოზე. ესაა პირველი ივლისიდან ღამის საათების შეზღუდვის მოხსნა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესტორნების მუშაობა ღამის 12 საათამდე იქნება დაშვებული, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან დადებითი მოლოდინი გვაქვს ტურისტული სეზონის კარგად ჩატარების თვალსაზრისით, რადგან ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. ვხედავთ, რომ სახმელეთო საზღვრიდანაც შემოდიან ტურისტები და აჭარაშიც გაიზარდა ნაკადი. საერთო ჯამში თუ შევხედავთ საჰაერო გზიდან შემოსული ტურისტების სტატისტიკას, დღეს უკვე სამივე საერთაშორისო აეროპორტში საშუალოდ 300-350 ფრენა სრულდება. თუ შევასრულებთ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, მაშინ კვირაში სრულდებოდა დაახლოებით 600 ფრენა. ჩვენ უკვე თითქმის ნახევარზე მეტად მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რომელიც გვქონდა 2019 წელს, რომელიც ტურისტების შემოსვლით კუთხით რეკორდული იყო“, - განაცხადა თურნავამ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →