—

ნიკოლ ფაშინიანი - მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით

60
ნიკოლ ფაშინიანი - მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით
მოსასმენად დააჭირეთ

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის…

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, არჩევნებში გამარჯვებული ძალის „სამოქალაქო შეთანხმების“ შტაბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფაშინიანმა ამომრჩეველს და საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის, საქართველოს, სომხეთის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ასევე საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში საქართველოსთან ჩვენ ურთიერთობებს გავაღრმავებთ და გავაუმჯობესებთ. მინდა ასევე მშვიდობა ვუსურვო ჩვენს რეგიონს. სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი მნიშვნელოვანი დღის წესრიგია. ჩვენი ხალხის, ჩვენი ხალხებისთვის მშვიდობის, განვითარების ეპოქის შექმნა ჩვენი პრიორიტეტია“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →